აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის წინააღმდეგ 1979 წელს დაწესებული ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გააგრძელა.
აშშ-ს მიერ კონგრესისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ აშშ-ს ურთიერთობები ირანთან ჯერ კიდევ არ არის გაუმჯობესებული.
"ჩვენი ურთიერთობები ირანთან არ დაბრუნებულა ნორმალურ დინებაში და 1981 წლის შეთანხმების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ამ მიზეზების გათვალისწინებით მე გადავწყვიტე გავაგრძელო მისი მოქმედება (ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების დოკუმენტი. რედ.) 2009 წლის 14 ნოემბრის შემდეგაც. მოქმედება (სანქციის. რედ) გრძელდება კიდევ ერთი წლით", - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის წერილში კონგრესისადმი.
ეს გადაწყვეტილება ტექნიკურ ხასიათს ატარებს. აშშ-ს ყველა პრეზიდენტი 1979 წლის შემდეგ სანქციებს ირანის წინააღმდეგ ერთი წლით აგრძელებს.
ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების მიზეზი, ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ თეირანში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების მძევლად აყვანა გახდა.
1981 წლის 18 იანვარს ირანი და აშშ ალჟირის ხელისუფლების შუამავლობით შეთანხმდენ გარკვეული სახის პრიციპებზე კრიზისის დასაძლევად. ამის მიუხედავად მხარეები დღემდე სდებენ ერთმანეთს ბრალს შეთანხმების შეუსრულებლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებიც მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები