ორდღიანი დახურვის შემდეგ, პარიზში ლუვრის მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის კვლავ გაიხსნა.
როგორც იუწყებიან, მუზეუმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღებს, რაც ადმინისტრაციის მიერ შემუშავდა საგანგებო ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა.
კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, მუზეუმის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა კვირას, 1-ელ მარტს მიიღეს.
ლუვრის მუზეუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირადმონახულებადი მუზეუმია და მას მთელი მსოფლიოდან მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.