საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს თამაშების გადადებას არ გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე დღეს განაცხადეს, პასუხად გავრცელებული ხმებისა, რომ შესაძლოა თამაშები გადაიდოს.
"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, განაგრძონ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადება", - განაცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
მისივე თქმით, კომიტეტი აგრძელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გადაიდოს.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.