2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა წლის ბოლომდე გადაიდოს. იუწყება Reuters-ი იაპონიის სპორტის მინისტრის სეიკო ჰაშიმოტოს განცხადებაზე დაყრდნობით.
მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და იაპონიის მთავრობას შორის გაფორმებული კონტრაქტი ამის საშუალებას იძლევა.
"კონტრაქტში აღნიშნულია, რომ თამაშები 2020 წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, ეს შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც გადადება", - თქვა სეიკო ჰაშიმოტომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. პარაოლიმპიური თამაშები კი 2020 წლის 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე.