„ოცნებას ვინც შეხვდა და მალავს, ისაა საეჭვო. ჩვენ რომ შევხვდით და საჯაროდ ვთქვით, რაც ვუთხარით, ეგ საერთოდ არაა პრობლემა. რამდენი IQ სჭირდება ამის მიხვედრას?“, - ასე გამოეხმაურა საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის შეხვედრას პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „გირჩს“ დასამალი არაფერი აქვს და ამ შეხვედრაში საშიში არაფერია. ჯაფარიძის განცხადებით, საშიშია, როდესაც ასეთი რაღაცები იმალება.
ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებაზე, რომელიც მათთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გულისხმობს.