საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის მიერ დაგეგმილ კრებაზე, სადაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი უნდა განეხილათ, ჩასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქომ წერილი უკვე მიწერა თეოფილე III-ს, რომლის ასლსაც მამა ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე ავრცელებს.
კრება იორდანიაში, ქალაქ ამანშია დაგეგმილი.
"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და, ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ. ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან,"- წერია პატრიარქ ილია II-ის წერილში.
წერილი, რომელიც თეოფილე III-ს ილია II-მ გაუგზავნა, 7 თებერვლითაა დათარიღებული.