2019 წლის ლანშაფტების საერთაშორისო ფოტოკონკურსში პირველი ადგილი რუსმა ფოტოგრაფმა ოლეგ ერშოვმა დაისაკუთრა. კონკურსზე მას 4 ფოტო ჰქონდა წარდგენილი.
ოლეგ ერშოვმა ფოტოკონკურსში მონაწილე 3400 ფოტო და 840 ფოტოგრაფი დაჯაბნა.
გამარჯვებული ფოტოგრაფის განცხადებით, მის განსაკუთრებული პროფესიული ინტერესის ქვეშ ისეთი ლანდშაფტები ექცევა, რომელსაც ნაკლებად ეტყობა ადამიანის ხელი.
ერშოვი მოყვარული ფოტოგრაფია, საკვები პროდუქციის დისტრიბუტორ კომპანიაში მუშაობს და თავად აფინანსებს პროფესიულ მოგზაურობებს.
როგორც თავად ამბობს, ლანდშაფტების გადასაღებად საუკეთესი ადგილები ისლანდია, შოტლანდია და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთია.
ნახეთ, ოლეგ ერშოვის ფოტოები
ნახეთ, კონკურსის სხვადასხვა საპრიზო ადგილის მფლობელი ფოტოგრაფების ნამუშევრები.
ფოტოკონკურსში მონაწილე სხვა დანარჩენი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ ლინკზე.