მთელი ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე და 73 მაჟორიტარული ოლქიდან 70-ს წააგებს ივანიშვილი პირველივე ტურში. არ იქნება არანაირი მეორე ტურები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე, დარჩეს სისტემა, რომელიც დღეს არის, ამიტომ ოპოზიცია მზად უნდა იყოს ამ სცენარისთვის.
„ ამ შემთხვევაში, მთელი ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე და 73 მაჟორიტარული ოლქიდან 70-ს წააგებს ივანიშვილი პირველივე ტურში. არ იქნება არანაირი მეორე ტურები. ვიქნებით მთლიანად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული, რათა ეს მართლაც რაღაც ჭირი, მოვაშოროთ ქვეყანას. სქემა არის მარტივი. ოპოზიციური პარტიები გავალთ არჩევნებზე, მაგრამ ყველა, 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში შევთანხმდებით ერთ კანდიდატზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.