პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში გუშინ, 3 თებერვალს გაიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
"შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.