გრინვიჩის დროით ზუსტად 23:00 საათზე, რეფერენდუმიდან სამწელიწადნახევრის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო გამოვიდა ევროკავშირის შემადგენლობიდან.
დიდ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი 47 წლის განმავლობაში იყო, თუმცა მისი სრული ინტეგრაცია გაერთიანებაში არ მომხდა - მან შეინარჩუნა ეროვნული ვალუტა და უარი თქვა შენგენის ზონაში შესვლაზე.
ევროკავშირის დატოვებამდე ერთი საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ერისადმი მიმართვაში კიდევ ერთხელ დაასახელა მთავრობის პრიორიტეტები - ერთიანობა, სიმტკიცე, კეთილდღეობა და ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარება.
ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პირველივე წამებში, დაიწყო გარდამავალი პერიოდი, რომელიც 11 თვის განმავლობაში გასტანს. ამ პერიოდში, დიდი ბრიტანეთი კვლავ ევროკავშირის წესებსა და რეგულაციებს დაექვემდებარება.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისგან საბოლოო თავისუფლებას 2020 წლის 31 დეკემბერს მოიპოვებს.