3 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.
მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდება 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე.
თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1400-ით.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1328-ით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 950-ით.
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 200-ით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 311-ით.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებსაც, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს.