ევროკავშირის საბჭომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება დაამტკიცა. ეს იყო ბოლო პროცედურა, რომელმაც საბოლოოდ დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანების მიღმა დატოვა.
ხვალ, 31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე, ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოსვლას იზეიმებს.
ამიერიდან, ევროკავშირის შემადგენლობაში 27 ქვეყანა იქნება.
დიდი ბრიტანეთი მიმდინარე წლის ბოლომდე საბაჟო კავშირის წევრად დარჩება, პარალელურად დაიწყება მოლაპარაკებები ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობების შესახებ.