სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
სამების ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა.
პატრიარქმა მრევლს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.
"გილოცავთ ნათლისღებას, ნათლისღების მადლი შეგეწიოთ, დიდი აიაზმის მადლი შეგეწიოთ. დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყლით თქვენი სახლები, თქვენი ეზო-კარი. მადლი სულისა წმიდისა დაისადგურებს თქვენთან.
ეს არის უდიდესი დღესასწაული, როცა განიდევნება ბოროტი სული და მადლი ღვთისა დაისადგურებს ჩვენ შორის. ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.
19 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობს.