საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეერთებული შტატების ახლადდანიშნულ ელჩს კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს.
გიორგი გახარიას თქმით, ახალ ელჩთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო მეტ დინამიკას შესძენს.
"ვულოცავ კელი დეგნანს, საქართველოში შეერთებული შტატების ახალს ელჩს, ფიცის დადებას. მოუთმენლად მოველით თქვენთან თანამშრომლობას, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და ჩვენს დიად ერებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიკურობის შესაძენად", - წერს გიორგი გახარია მიკრობლოგ "ტვიტერზე".
საქართველოში შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონიალი სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი ესწრებოდა.