საფრანგეთის მემარჯვენე პარტიის "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ლე პენმა თავად განაცხადა საგანგებო პრესკონფერენციაზე.
"ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრს ვფიქრობდი და ის უკვე მიღებულია", - განაცხადა მარინ ლე პენმა.
მარინ ლე პენი იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 და 2017 წლების საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.
2017 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენი ამჟამინდელ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მეორე ტურში დამარცხდა.