უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში. უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადგებისას.
"ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა ანგიასი. წმინდა ანგია უკანასკნელი წინასწარმეტყველია. ის მიმართავდა ებრაელ ხალხს, ისრაელ ხალხს, რომ თქვენ იშენებთ სასახლეებსო და ვერ აგიშენებიათ ტაძარი ღვთისაო. ჩვენ რომ ვაშენებდით ამ წმინდა სამების ტაძარს, შევქმენით ხატები წმინდისა ანგიასი და საოცრად დაგვეხმარა, საოცარი ტაძრები აშენდა საქართველოში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, წმინდა ანგიას რომ შეგვეწია.
უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ სულიერ ტაძარზე, რომ ვაშენებთ ხილულ ტაძრებს, უნდა ვიფიქროთ, როგორი ტაძარი ავაშენეთ სულში. უნდა ვიფიქროთ, აღმა ვეშვებით თუ დაბლა. ღმერთი გვეხმარება და ავდივართ მაღლა. შეგეწიოთ წმინდა ანგია წინასწარმეტყველი და დაგვეხმაროს სულიერი ტაძრის მშენებლობაში!",- განაცხადა ილია მეორემ.
ქადაგების ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.