„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სანდრა რულოვსი არ გამორიცხავს, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა მისივე კრიტიკული მოსაზრების გამო მომხდარიყო.
„ამას არ გამოვრიცხავ. თავად იტყვის, როცა მდგომარეობიდან გამოვა. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც რამე დაინახა ან მოისმინა, მაგრამ ჩემთვის ცხადია, ზოგადად, დღევანდელ საქართველოში კლიმატია ასეთი, რომ დასასჯელია ის, ვისაც ოდნავ ოპოზიციური მიდგომა აქვს დღევანდელ პრორუსულ მთავრობასთან“, – განუცხადა რულოვსმა. ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ის გამსახურდიას მოსანახულებლად მივიდა.
მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრას, პოლიტიკური სარჩული აქვს.
„ცუდია რაც მოხდა. ცხადია, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებში ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არ მინდა, პესიმიზმში ჩავიძიროთ, რადგან ეს არის ის, რაც ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ცოტნეც უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა რულოვსმა.