დღეს, 12 დეკემებერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
პრემიერ ბორის ჯონსონის ამ ინიციატივას მხარი თემთა პალატის 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პრემიერის ყველა მცდელობა 31 ოქტომბრისთვის ევროკავშირის დატოვების შესახებ წარუმატებლად დასრულდა.
პრემიერი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა ბრექსიტის შეთანხმებას მხარს დაუჭერს.
მოსალოდნელია, რომ თემთა პალატაში მანდატებისთვის ძირითადი ბრძოლა კონსერვატორებსა და ლეობორისტებს შორის გაიმართება. Sky News-ის პროგნოზით, კონსერვატორებს 650-ადგილიან პარლამენტში 229 ადგილის მოპოვების იმედი აქვთ, ლეობორისტებს კი - 231-ის.