რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მერვე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ქართულ მხარეს კვლავ არაკონსტრუქციულობასა და პოლიტიზირებული რიტორიკის გაგრძელებაში ადანაშაულებს.
"უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მიმდინარე განხილვისას ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული მხარე კონსტრუციული მუშაობის ნაცვლად კვლავ არაკონსტრუქციულ მუშაობასა და პოლიტიზირებული რიტორიკის გაგრძელებას ამჯობინებს, რომელიც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორცილებული აგრესიის შედეგად წარმოქმნილი ახალი რეალობის გაუთვალიწინებლობაზეა გათვლილი", _ ნათქვამია განცხადებაში.
"რუსული მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსული მხარე აუცილებლად მიიჩნევს საქართველოსათვის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთს და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაფორმდეს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს, მათივე განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მუშაობა დადებით გავლენას ახდენს მხარეთა შორის ურთიერთობებზე.
"მოლაპარაკებებზე აფხაზური და სამხრეთოსური მხარის ინიციატივით ასევე გაიმართა ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით შექმნილი საერთაშორისო კომისიის დასკვნის განხილვა. საუბარი ასევე შეეხო დევნილთა დაბრუნების საკითხებსაც. ამასთან მიმართებაში რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთოსულმა მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ერთობლივად ეძებონ გზები რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისათვის", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 2010 წლის 28 იანვარს გაიმართება.