რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის ლოცულობს, პარიზში დაგეგმილი "ნორმანტული ოთხეულის" სამიტის წარმატებისთვის, რათა მან გამოიღოს მშვიდობის ნაყოფი აღმოსავლეთ უკრაინის მიწაზე.
რომის პაპი მოუწოდებს მორწმუნეებს, მიბაძონ მათ და ილოცონ სამიტის წარმატებისთვის.
"ხვალ პარიზში გაიმართება უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთის პრეზიდენტებისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა, რათა იპოვონ გამოსავალი იმ მტკივნეულ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც წლებია მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინაში.
ვლოცულობ ამ სამიტის წარმატებისთვის და თქვენ იგივეს მოგიწოდებთ, რათა პოლიტიკურმა დიალოგმა ხელი შეუწყოს უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის დასადგურებას", - თქვა უმაღლესმა პონტიფიკოსმა ტრადიციული ქადაგებისას წმინდა პეტრეს მოედანზე.