ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"ხელიდან გვეცლება მიწები. ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო", - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ ქართველებზეც ისაუბრა და მოუწოდა მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ.
"მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას", - თქვა პატრიარქმა.
ქადაგების ტექსტს "პირველი არხი" ავრცელებს.