სამეფო ოჯახი საშობაოდ ემზადება.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარის რეზიდენცია უინძორის ციხე-სიმაგრე საშობაო დეკორაციებით მორთეს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნაძვის ხეები, რომელიც საშობაოდ მორთეს, სპეციალურად ბრიტანეთის დედოფლისთვის უინძორის სასახლის პარკშია გაზრდილი.
უინძორის სასახლეში დაიწერეს ჯვარი პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ. სწორედ ამ სასახლიდან წარუდგინეს თავიანთი ვაჟი საზოგადოებას.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II შობის დღესასწაულს ტრადიციულად ნორფოლკში, სანდრინგემის მამულში გაატარებს.