ქრისტიან დემოკრატებმა ბალტიისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან საქართველოს უსაფრთხოების და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ განცხადებები თავად ბალტიისპირეთის საპარალმენტო ასამბლეის თავმჯდომარემ და ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა შეხვერის შემდეგ Hჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთეს.
როგორც ბალტიისპირეთის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მანტას ადომენასმა განაცხადა, მას ქრისტიან დემოკრატებთან საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, კონკრეტულად კი სკაონსტიტუციო რეფორმებს.
რადომენასის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქართული საზოგადეობის ტრანსფორმირების საკითხებზე, თუ რისი გაკეთებაა ამ მხრივ საჭირო, იმისათვის, რომ საზოგადეობაში შეიქმნას ჭეშმარიტად დემოკრატიული მენტალობა.
როგორც მანტას ადომენასი აღიშნავს, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, ვინაიდან მისი თქმით "საქართველოს უსაფრთხოება განაპირობებს რეგიონის უსაფრთხოებას და ამ მხრივ არსებობს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს სტაბილური უსაფრთხოება".
გიორგი თარგამაძის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები და განსაკუთრებით ლიტვა მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში. თარგამაძის თქმით, ლიტვა ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები მთლიანად მზად არიან ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი იყოს მუდმივად მთავარი საკითხი, ვიდრე საქართველო ნატოს წევრი არ გახდება.
თარგამაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქრისტიან დემოკრატები ლიტვაში ჩასვლას აპირებენ. "ლიტვაში ქრისტიან დემოკრატიული პარტია არის ქვეყნის მმართველი ძალა და ვისურვებდი რომ მათი წყალი ჩვენს გადმოგვსხმოდეს, მანამდე კი ჩვენს პარტიებს შორის არის მჭიდრო კავშირი, რასაც ხელს უწყობს ლიტვის ელჩი საქართველოში", - აცხადებს გიორგი თარგამაძე.