ტაილანდის ეროვნული პარკში მოკვდა 10 წლის ირემი. ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაინტერესდა ახალგაზრდა ირმის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზით და მისი გაკვეთა გადაწყვიტა.
გაკვეთის შემდეგ სპეციალისტებმა ირმის კუჭში 7 კილოგრამი სხვადასხვა ნარჩენი აღმოაჩინეს, მათ შორის პოლიეთილენის პარკები, პირსახოცი, რეზინის ხელთათმანი და მამაკაცის საცვლებიც კი.
ტაილანდის ეროვნული პარკის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, როგორც ჩანს, ირემი სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე მიირთმევდა პლასტიკურ ნარჩენებს.