მახაჩკალაში სპეცოპერაციის მსვლელობისას ერთი ბოევიკი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სპეცოპერაცია დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში სალიხოვის ქუჩაზე მიმდინარეობს. რუს სამხედროებს სახლისათვის სადაც ბოევიკები არიან გამაგრებულნი ალყა აქვთ შემორტყმული.
კონტრტერორისტული ოპერაციის გაერთიანებულ შტაბში აცხადებენ, რომ მოკლული უკვე ამოცნობილია. ეს 1989 წელს დაბადებული ნაიბ ნასიროვია, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული. მათივე ინფორმაციით, ნასიროვი ხასავიურტის გაერთიანების წევრია.
დაღესტანში სპეცოპერაცია გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები