დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში ამ დილიდან რუსმა ძალოვანებმა კონტრტერორისტული რეჟიმის შემოღების შესახებ განცხადება გააკეთეს და სპეცოპერაცია დაიწყეს.
ამჟამად რუსული სპეცდანიშნულების ბატალიონის წარმომადგენლებს სალიუხოვის ქუჩაზე კერძო სახლისათვის ალყა აქვთ შემორტყმული სადაც მათი ინფორმაციის უკანონო შეიარაღებული ფორმირების ბოევიკები არიან გამაგრებული.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუჩის მაცხოვრებელთა ევაკუაცია უკვე დასრულებულია და ბოევიკების ლიკვიდაციის სპეცოპერაცია დაწყებული.