მხატვარი გია ბუღაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი მაფიოზია და ის ძალაუფლებას არ დათმობს.
როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელი სცენარი წინასწარ იყო დაწერილი, რაზეც ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადებაც მიანიშნებს.
“ ბიძინას ეშინია რომ დაკარგავს ძალაუფლებას, ის ხომ პოლიტიკოსი არაა, ის მაფიოზია, კრიმინალური შეხედულებით. პოლიტიკოსისთვის პოლიტიკაში დამარცხება არსებობს და ის შეიძლება ისევ მობრუნდეს უკან, მაფიოზისთვის კი ეს არის განადგურება. როცა მაფიოზურია ცნობიერება, მისთვის მარცხი განადგურების ტოლფასია. ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავი შეინარჩუნოს. დღეს კიდევ ერთხელ მოასრიალა ჩვენი საზოგადოება. მისი მოქმედებების კასკადით, ეს სულაც არაა გასაკვირი. მახსოვს ადრე თქვა, რომ მისთვის სახელმწიფო კი არა მამულია საქართველო. სინამდვილეში მამული ნიშნავს რომ მფლობელია. მამული სხვანაირი ტიპის ცნებაა. ბიძინას აქვს ძალაუფლების ცხოველური ჟინი და ალბათ შიშიც გარკვეული ბატონებისა, რომლებიც ჩრდილოეთში სხედან. საზოგადოება უნდა გამოვიდეს და უნდა იყოს აქცია”, - აცხადებს გია ბუღაძე.