13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად 100 000 მოწამის პარაკლისი გადაიხადა და საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" მიერ ორგანიზებულ შემოქმედებით კონცერტს დაესწრო.
"წმინდანო ასიათასნო ქართველნო მოწამენო, გიხაროდეთ, დალოცვილი იყავით და თქვენი ლოცვა-კურთხევა მოეფინოს სრულიად საქართველოს!
საქართველო მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ! საქართველო, მიყვარხარ!“, - თქვა პატრიარქმა.
მრევლმა იგი გააცილა საპასუხო შეძახილით - "გვიყვარხარ პატრიარქო!"