ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა და ვიხილეთ, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ კინო "ამირანთან" ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოში ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები
“ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა და ვიხილეთ. ძალიან სამწუხაროა. საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული”, - თქვა კალაძემ.