სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ზაკერბერმა კომპანიის ახალი ლოგო წარადგინა.
"ჩვენ განვაახლეთ კომპანიის ბრენდინგი, რათა უკეთესად განვმარტოთ ინფორმაცია იმ პროდუქტების შესახებ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
როდესაც 15 წლის წინ დავიწყე კომპანიის დაფუძნება, ვერ წარმომედგინა, რომ Facebook-ი გააერთიანებდა ისეთ პროდუქტებს გააერთიანებდა, როგორებიცაა Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace და სხვა.
ბევრმა არ იცის, რომ ჩვენ ვქმნით ამ პროდუქტებს. მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, ვინ დგას იმ პროდუქტების უკან, რომლებსაც ისინი იყენებენ", - წერს მარკ ზაკერბერგი სოციალურ ქსელში.
კომპანია Facebook-ი და ამავე სახელწოდების სოციალური ქსელი მარკ ზაკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს დააფუნძა.