საცხოვრებელი აპარტამენტების დაჯავშნის სისტემას Airbnb-ის ქართული ენა დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს იმ ენებზე, რომელიც ამიერიდან იქნება ხელმისწვდომი, მათ შორის ქართულ ენაზე.
"Airbnb მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 7 მილიონზე მეტ უნიკალურ და ორიგინალურ საცხოვრებელსა თუ დროის გასატარებელ ადგილს, ასევე ადგილობრივი მასპინძლების მიერ საგულდაგულოდ ორგანიზებულ 40 000-ზე მეტ აქტივობას.
Airbnb საცხოვრებლებს წამში დაახლოებით ექვსი ადამიანი სტუმრობს. საცხოვრებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯავშნიან: 2011 წელს Airbnb-ზე 1000-ზე მეტი განცხადება მხოლოდ 12 ქალაქში იყო, დღეს კი იმავე რაოდენობის განცხადება უკვე 1 000 ქალაქშია.
აღნიშნულის მსგავსად, 2011 წელს 100 000-ზე მეტ სტუმარს მხოლოდ ერთ ქალაქში მასპინძლობდნენ, გასულ წელს კი იმავე რაოდენობის სტუმარი უკვე 300-ზე მეტ ქალაქში მიიღეს.მიუხედავად იმისა, რომ Airbnb-ს პლატფორმით მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში სარგებლობენ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ის სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
ჩვენი მიზანია, Airbnb-ს პლატფორმის გამოყენება ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის იყოს კომფორტული - მნიშვნელობა არ აქვს, აზერბაიჯანულად საუბრობს თუ ჰინდიზე. დღეიდან Airbnb-ს პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლებს ორჯერ მეტ ენაზე შეეძლებათ. 62 ენა ნიშნავს, რომ Airbnb-ს პლატფორმის მშობლიურ ენაზე გამოყენება ამიერიდან 4 მილიარდზე მეტ მომხმარებელს შეეძლება მთელ მსოფლიოში.
ახალი ენების დამატებით ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტ მასპინძელს მივცეთ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ხოლო სტუმრებმა შეძლონ ადგილობრივი, ორიგინალური და უნიკალური სამოგზაურო შთაბეჭდილების მიღება", - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.
Airbnb-ს პლატფორმას დაემატა შემდეგი 31 ენა:
1.აზერბაიჯანული (აზერბაიჯანი)
2.ალბანური (ალბანეთი)
3.ბოსნიური (ბოსნია)
4.ბულგარული (ბულგარეთი)
5.ესპანური (არგენტინა)
6.ესპანური (ლათინური ამერიკა)
7.ესტონური (ესტონეთი)
8.ვიეტნამური (ვიეტნამი)
9.ზულუ (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
10.ინგლისური (ავსტრალია)
11.ინგლისური (გაერთიანებული სამეფო)
12.ინგლისური (კანადა)
13.ირლანდიური (ირლანდია)1
4.ლატვიური (ლატვია)
15.ლიეტუვური (ლიეტუვა)
16.მაკედონიური (ჩრდილოეთი მაკედონია)
17.მალტური (მალტა)
18.მონტენეგრული (მონტენეგრო)
19.რუმინული (რუმინეთი)
20.სერბული (სერბეთი)
21.სლოვაკური (სლოვაკეთი)
22.სლოვენური (სლოვენია)
23.სომხური (სომხეთი)
24.სუაჰილი (აფრიკა)
25.ტაგალური (ფილიპინები)
26.ტრადიციული ჩინური (ჰონგ-კონგის სარ)
27.უკრაინული (უკრაინა)
28.ფრანგული (კანადა)
29.ქართული (საქართველო)
30.ქჰოსა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
31.ჰინდი (ინდოეთი)