გერმანიის ფედერალური მთავრობა ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 3.5 მლრდ ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
"ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა გავაფართოვოთ ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების დამოტაჟების პროცესი. ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ძალისხმევას გასწევს ამ თვალსაზრისით და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 3.5 მლრდ ევროს გამოვყოფთ", - თქვა ანგელა მერკელმა.
კანცლერის განცხადებით, მთავრობის გეგმის მიხედვით, დასამუხტი სადგურების მშენებლობა 2035 წლამდე უნდა დასრულდეს.
ანგელა მერკელის თქმით, ელექტრომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად, უნდა მოხდეს ენერგიის წყაროების განახლება და აღნიშნა, რომ მთავრობა 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების 65%-მდე გაზრდას გეგმავს.
"ჩვენ გვჭირდება მანქანები, რომლებიც არამარტო ეკოლოგიურად კეთილგანწყობილია, არამედ საიმედო, კომფორტული და ეფექტურია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასობრივ ბაზარზე ელექტრომობილებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავონ", - დასძინა კანცლერმა.
ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ელექტრომობილები ყველა მომხმარებლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.