"მეუფე პეტრე შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის წევრმა, ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა.
მისი თქმით, დღეს, ეკლესიისთვის უმძიმესი პერიოდია.
"დღეს, მძიმე პერიოდი უდგას ეკლესიას, ეს არის აპოკალიფსური საუკუნე. მტკივნეული პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის, ერისთვის, სასულიერო პირებისთვის და ყველასთვის.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე მისი გადასაწყვეტია, მან უკეთ უწყის რა უნდა გააკეთოს, მისი ნებაა. ადამიანი თავისუფალია და სადაც უნდა, იქ იცხოვრებს", - თქვა ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირა წირვის დაწყებამდე.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უარი უთხრა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრეს, მისი სურვილისამებრ, ინჩხურის მამათა მონასტერში გამწესებაზე.