დღეს, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე, დაქვრივებული ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად გამოარჩია რუსთველი მიტროპოლიტი იოანე [გამრეკელი].
ქუთაის-გაენათის კათედრა მას შემდეგ დაქვრივდა, რაც 2019 წლის ივნისში, გარდაიცვალა მისი მმართველი მიტროპოლიტი კალისტრატე [მარგალიტაშვილი].
მეუფე იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან განაგებებს რუსთავის ეპარქიას.