დაღესტანში, კასპიისკის რაიონში, აეროპორტის ტრასაზე, მომხადრი აფეთქების შედეგად, 17 მილიციელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"აფეთქების შედეგად 17 მილიციელი დაიჭრა. ყველა მათგანი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იმყოფებოდნენ და ავტომობილების შემოწმებას ახორცილებდნენ, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დაშავებულები მსუბუქად არიან დაჭრილები, მხოლოდ ერთ მილიციელს დასჭირდა ექიმის დახმარება", - იუწყებიან ადგილობრივი სამართალდამცველები.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველები დამნაშავეებს ეძებენ. ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.