ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ნათია თურნავას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.
"დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციები ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით გავრცელებული არაერთი ცრუ ინფორმაციით დაგვამახსოვრეს თავი და როგორც ჩანს, ახლაც ასე ცდილობენ თავის გამოჩენას", - იტყობინება ეკონომიკის სამინისტროს პრესამსახური.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე ნათია თურნავას ხმაურიან საქმეებში, უპირველესად პანკისის ხეობაში განითარებულ მოვლენებს ასახელებენ.