ხატია ბუნიათიშვილის ორი კონცერტი თბილისში, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში 28 და 29 სექტემბერს შედგა.
ხატია ბუნიათიშვილმა საქართველოში ჩატარებულ კონცერტზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ქართველი მსმენელი მისი მადლიერებისა და სიყვარულის წყაროა.
„თბილისი. 28 და 29 სექტემბერი. ჩემი ქართული მუსიკალური ოჯახი - ვატო კახიძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი.
ქართველი მსმენელი - ჩემი მყარი საფუძველი, მადლიერების წყარო და სიყვარული 🇬🇪♥️“,- წერს ბუნიათიშვილი.
შეგახსენებთ, ქართველი სუპერვარსკვლავის კონცერტის ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. მუსიკოსმა ერთგულ გულშემატკივარს გული არ დასწყვიტა და 29 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი აჩუქა.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე და გიორგი ინდუაშვილი