ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, რომელიც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა, პარლამენტის შენობიდან პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მედიის ინფორმაციით, პოლიციელმა აქციის მონაწილეთა წინააღმეგ საბრძოლო იარაღი გამოიყენა. დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოებში სულ 15 ადამიანია გადაყვანილი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
პოლიციამ აღმოაჩინა რამდენიმე ობიექტი, სადაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები მზადდებოდა, დაკავებულია 51 მოქალაქე.
ჰონგ-კონგში ივნისიდან მიმდინარეობს აქციები, რომლის მონაწილეები ექსტარდიციის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ. იმის მიუხედავად, რომ 1 ოქტომბერს ხელისუფლებამ აქციების გამართვის ნებართვა არ გასცა, დემონსტრანტები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მაინც შეიკრიბნენ. ამ წუთებში შეტაკებებია მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის. აქციამ უმართავი ხასიათი მიიღო, დემონსტრანტები ამტვრევენ შუქნიშნებს, გზის ბარიერებსა და მაღაზიის ვიტრინებს.