დიდ ბრიტანეთში, იორკშირის საგრაფოში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქარის ელექტროსადგურის აშენება და ექსპლოატაცია იგეგმება.
ბრიტანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებული უდიდესი ელექტროსადგურის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და სავარაუდოდ 3 წელს გასტანს.
როგორც პროექტის დეველოპერები აცხადებენენ, ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ ზღვაში განთავსებული ქარის ელექტროსადგური 4,5 მლნ სახლისთვის საკმარისი ენერგიის გამომუშავებას შეძლებს.
დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ენერგიის ალტერნატიული წყაროების გაფართოებას ენერგეტიკის სფეროში. სულ უფრო და უფრო იზრდება ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი.
ქარის ენერგიის სექტორის ზრდის პარალელურად, დიდ ბრიტანეთში მსოფლიოში უდიდესი ტალღური ენერგიის უმძლავრესი ტურბინებით აღჭურვილი გენერატორის მშენებლობა მიმდინარეობს.