ხატია ბუნიათიშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში კონცერტი გამართა. ქართველმა სუპერვარსკვლავმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მაესტრო რაუფ აბდულაიევის დირიჟორობით, ფიქრატ ამიროვის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
პიანისტმა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანელ მსმენელს დაუვიწყარი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ბაქო. ეს არის შესანიშნავი ქალაქი და წარმოუდგენლად დიდსულოვანი ხალხი. მე ვარ ბედნიერი მაესტრო რაუფ აბდულაიევთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სცენაზე დგომით და ფიქრატ ამიროვის შესანიშავი საფორტეპიანო კონცერტის შესრულებით.
მადლობა დაუვიწყარი მასპინძლობისთვის, მოუთმენლად ველი უკან დაბრუნებას“,- წერს ხატია ბუნიათიშვილი.
შეგახსენებთ, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი საქართველოში 28 სექტემბერს გაიმართება. კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა.