12 სექტემბერს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" შედგება საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (სგა) პრეზენტაცია.
"ასოციაციის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ფსიქოთერაპევტების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება ევროპულ სტანდარტებზე, რომელიც ფსიქოთერაპიაში, კერძოდ - გეშტალტთერაპიის სფეროში საქართველოს მასშტაბით დაინერგება", - აცხადებენ ასოციაციაში.
გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც პიროვნების გამთლიანებაა. მისი ფუძემდებელი გერმანელი მეცნიერი ფრიც პერლზი გახლავთ. თერაპიის მთავარი მიზანი საკუთარი თავის შეცნობა ანუ თვითშემეცნებაა.
მისამართი: თბილისი, შალვა დადიანის ქუჩა 2/1
საკონტაქტო პირი: ილია ნიკაჭაძე
საკონტაქტო ტელ.: 599 97 91 81