საქართველოში, ხატია ბუნიათიშვილი კონცერტს 28 სექტემბერს გამართვას. ამის შესახებ პიანისტმა 24 ივნისს განაცხადა.
ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთების ყიდვა დღეს იყო შესაძლებელი, თუმცა როგორც პიანისტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აღნიშნა, ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა.
ბუნიათიშვილმა აღნიშნა, რომ 29 სექტემბერს კიდევ ერთი კონცერტი ჩატარდება, ხოლო ინფორმაციას ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი გაავრცელებს.
„ჩემო ძვირფასებო, თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამოდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს, კონცერტზე ვერ დასწრების გამო. გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი - 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს“,- აღნიშნა პიანისტმა ფეისბუქში.