დღეს, 12 ნოემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის შენობაში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის (პიესის ავტორი ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი ანზორ დოლენჯაშვილი).
სპექტაკლი აღაგდინა ინგილო რეჟისორმა ლერი შიოშვილმა, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს კახის რაიონში.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ჰერეთში ქართული თეატრის - ქართული კულტურის კერის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოძმე ერების კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში.
28 ოქტომბერს, ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში კულტურული კერების მოსანახულებლად იმყოფებოდნენ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური,ლაგოდეხის რაიონის დეპუტატი თამაზ კაკალაშვილი, საქართვლოს ელჩი აზერბაიჯანში ნიკა ნათბილაძე, კულტურის ატაშე ეთერ ასტემიროვა. ისინი შეხვდნენ სოფელ ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივს.
შეხვედრისას გაჩნდა იდეა - ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის გასტროლი გამართულიყო ლაგოდეხის რაიონში. იდეის განხორციელებას ხელი შეუწყო აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, კახის ადგილობრივმა თვითმმართველობის ადმინისტრაციამ, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა.