ოსკაროსანი მსახიობი ვაიოლა დევისი აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას როლს შეასრულებს მრავალსერიან სატელევიზიო პოლიტიკურ დრამაში „პირველი ლედები“. იუწყება Variety.
როგორც გამოცემას წყარომ უამბო, მსახიობმა ხელი უკვე მოაწერა კონტრაქტს პროექტში მონაწილეობის შესახებ. დევისი სურათის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება.
სერიალში მოთხრობილი იქნება ამერიკის პრეზიდენტების ცოლების პირადი და პოლიტიკური ცხოვრების შესახებ სხვადასხვა ეპოქაში.
პირველი სეზონი მიეძღვნება ელეონორა რუზველტს, ბეტი ფორდსა და მიშელ ობამას.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.