დაღესტანში ტერორისტმა თვითმკვლელმა წუხელ თავი აიფეთქა. აღნიშნული აფეთქების შედეგად დაჭრილია 42 ადამიანი 30 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილთა შორის არიან როგორც სამართალდამცავები ისე სამოქალაქო პირები.
ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი მახაჩკალაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს გადაკეტილ რაიონში აიფეთქა.
რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით, მათ შორის "ტერაქტის" მუხლითაც აღძრა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის გენპროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა.