სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დაბალი ხელფასი სომხეთშია. 1 სექტემბერი მდგომარეობით, სომხეთში, საშუალო ხელფასი 105,6 ათასი დრამია, ანუ დაახლოებით 238 დოლარია, ასეთი მონაცემების სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახური აქვეყნებს.
თუმცა, სომხეთში წინა თვესთან შედარებით, საშუალო ხელფასი 7,7%-ით შემცირდა.
საქართველოში საშუალო ხელფასი 572,7 ლარია, ანუ დაახლოებით 318 დოლარი. აზერბაიჯანში საშუალო ხელფასი 317,4 მანათის, ანუ 396 დოლარს შეადგენს.
რუსეთში საშუალო ხელფასი 15 ათას 200 რუბლია, ანუ დაახლოებით 490 დოლარია, რომელიც, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ინფორმაციით, 2008 წელთან შედარებით 20 %-ით შემცირდა.
საშუალო პენსია საქართველოში დაახლოებით 48 დოლარია, სომხეთში დაახლოებით 60 დოლარი, აზერბაიჯანში 110 დოლარი, ხოლო რუსეთში 230 დოლარი.