ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთში ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა.
ქართველი პიანისტის მიერ ღია ცის ქვეშ ჩატარებულ მუსიკალურ საღამოს რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. კლასიკური მუსიკის საღამო უწყვეტი ოვაციით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა პიანისტმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში, 28 სექტემბერს კონცერტს გამართავს.