ინდოეთში ექიმებმა შვიდი წლის ბავშვს 526 ზედმეტი კბილი აღმოუჩინეს. იუწყება Times of India.
ბიჭი ქვედა ყბის ძლიერ ტკივილს უჩიოდა. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ და რენტგენმა აჩვენა, რომ პირის ღრუში ბავშვს წარმონაქმნი ჰქონდა უამრავი მცირე რუდიმენტარული კბილებით.
ექიმებმა სასწრაფო ოპერაცია დანიშნეს და რამდენიმე საათში წანაზარდი ამოკვეთეს. ამ მომენტისთვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
ამგვარი ანომალიის მიზეზი უცნობია. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური დაავადებით, თუმცა არ გამორიცხავენ ფიჭური კავშირგაბმულობის დასხივების ზემოქმედების ვერსიასაც.