საფრანგეთის ქალაქ როიანში, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი გაიმართა, რომელსაც 50 000-მდე ადამიანი დაესწრო.
ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეო გამოაქვეყნა და აუდიტორიას მადლობა გადაუხადა.
„აქ იყო 50 000 ადამიანი, მაგრამ იგრძნობოდა თითქოს ეს იყო ერთი გული, მადლობა როიან“,- წერს ხატია ბუნიათიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქართველმა პიანისტმა პარიზში, ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. ხატია ბუნიათიშვილი საქართველოში, 28 სექტემბერს კონცერტს გამართავს.