იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოლიმპიადის მედლები წარადგინეს, რომელიც მეორადი მობილურებისგანაა დამზადებული.
ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მეორადი მობილურებისგან ამოღებული ლითონით დამზადდა.
ამ მიზნის მისაღწევად, ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა, ორი წლის განმავლობაში, ჩაიბარეს დაახლოებით 6.2 მლნ მეორადი მობილური, საიდანაც ამოიღეს 32 კგ ოქრო, 3.5 ტონა ვერცხლი და 2.2 ტონა ბრინჯაო.
საერთო ჯამში დამზადებულია 5 000 ოლიმპიური და პარაოლიმპიური მედალი.
2020 წლის ოლიმპიური თამაშები, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები, 24 გაიხსნება, თამაშები გასტანს 17 დღეს ოფიციალურად 9 აგვისტოს დაიხურება.